2011 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 91.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 151.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7.3 მლნ აშშ დოლარით (12.1 მლნ ლარით), ანუ 8.7 პროცენტით მეტია 2010 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.8 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 90.2 პროცენტი მოდიოდა.
2011 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.5 მლნ აშშ დოლარი (12.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.0 მლნ აშშ დოლარის (14.1 მლნ ლარი) გასული წლის ნოემბერში.