ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, გოგა ხაინდრავას თქმით, საზოგადოებამ ტელეკომპანია "მაესტრო" არ უნდა დაუთმოს "ყაჩაღებსა და მარადიორებს", ისე, როგორც თავის დროზე დათმო "იმედი".
"ეს არ განმეორდება არავითარ შემთხვევაში. ჩვენ არ დავთმობთ მაესტროს. სააკაშვილები, კიწმარიშვილები, მერაბიშვილები და ადეიშვილები, ბნელი წარსულია საქართველოსი. საქართველოს მომავალი არის ნათელი და ამის დასტური არის ეს ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები, ვინც აქ საკუთარ ქვეყანას და მომავალს იცავენ. ჩვენც მათთან ერთად ვიქნებით სიცოცხლის ბოლომდე", - განაცხადა ხაინდრავამ "მაესტროს" ჟურნალისტებთან საუბრისას.