ბათუმში "ლიბერთი ბანკის" ახალი რეგიონალური ფილიალი გაიხსნა. "ლიბერთი ბანკის" ინფორმაციით, აჭარის რეგიონალური ფილიალი, ბათუმში ფარნავაზ მეფის 62/66-ში მდებარეობს. აღნიშნული ფილიალი სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. "ლიბერთი ბანკის" ბათუმის ფილიალში შესაძლელებლი იქნება თითქმის ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო გზავნილების სისტემით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა,კომუნალური გადასახადების დაფარვა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს "ლიბერთი ბანკმა" 13 ახალი სერვის ცენტრი გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის: თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და აჭარაში.ლიბერთი ბანკს საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელი გააჩნია. 196 სერვის ცენტრისა და 100-მდე ლიბერთი ექსპრესის მობილური სერვის ცენტრების მეშვეობით, ლიბერთი ბანკი ქვეყნის მოსახლეობის 1,3 მლნ ფიზიკურ და 39 000 იურიდიულ პირს ემსახურება.