თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, კახა კუკავას, ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის პარტიები ბიძინა ივანიშვილთან შემდგარ ალიანსში არ მოიაზრებიან. ალასანიამ, ახალგაზრდა დევნილებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველანაირი წინაპირობა უნდა შეიქმნას, რათა მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეთ.
"ჩვენ ივანიშვილთან გვქონდა საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ თუ როგორ ეფექტურად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის, შევქმნათ წინაპირობები , რომ თავისუფალი არჩევანი მოქალაქეებს ჰქონდეთ გარანტირებული და დავამარცხოთ ნაციონალური მოძრაობა არჩევნების გზით", - განაცხადა ალასანიამ.
ბიძინა ივანიშვილი, „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეთანხმდნენ, რომ სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესი დასრულდება.