სტუდია "ფორმულა კრეატივმა" და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ 500-მდე ბავშვისთვს საშობაო ღონისძიება მოუწყო და კინოთეტრ "ამირანში" უმასპინძლა. ბავშვებმა ფილმი "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2" ნახეს, ფილმის მსახიობები გაიცნეს, მათთან სურათები გადაიღეს და ავტოგრაფები მიიღეს.
ფილმი ბავშვებს ძალიამ მოეწონათ და სურვილი გამოთქვეს, ეკრანებზე მისი მესამე ნაწილიც გამოჩნდეს. როგორც ფილმის რეჟისორმა მიშა მშვილდაძემ აღნიშნა, თუ ფინანსები გამოჩნდა, შეეცდება, ფილმი გაგრძელდეს.
დევნილი ბავშები ასევე დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობდა ფილმის გადაღება და მსახიობებს კურიოზები ხომ არ შეექმნათ. ფილმის მონაწილეებმა მათ ყველა კითხვას უპასუხეს და საჩუქრებიც დაარიგეს.
როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თამარ ბასილიამ აღნიშნა, სამინისტროს დევნილი ბავშვებისთვის არაერთი აქცია გაუმართავს და ეს მომავალშიც გაგრძელდება: "ეს არის ჩვენი ერთობლივი საშობაო საჩუქარი დევნილი ბავშვებისთვის. ბავშვებმა დადებითი ემოცია მიიღეს, ძალიან ხალისიანები არიან და გვინდა, რომ მსგავსი დღეები ხშირად ჰქონდეთ. ამასთანავე, მსგავსი აქციები საჭიროა, რომ ბავშვებს კინო შეუყვარდეთ. დღეს დევნილებისთვის ფილმის "რაც ყველაზე ძალიან გიყვარ 2" ჩვენება პირველად მოხდა."
შობასთან დაკავშირებით, დევნილი ბავშვებისთვის სხვა აქციებიც გაიმართება.
.