სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ქსნის № 7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მსჯავრდებულებს დამდეგი შობა მიულოცა და "სამსუნგი"-ს ფირმის 20 ტელევიზორი გადასცა.
მინისტრი მსჯავრდებულებს არსებულ პირობებზე ესაუბრა და სამედიცინო ნაწილი, სტომატოლოგიური კაბინეტი, სამლოცველო და ხატწერის ოთახი დაათვალიერა.
ხათუნა კალმახელიძე მსჯავრდებულებს უახლოეს პერიოდში ახალ დაწესებულებაში გადაყვანას და შესაბამისად პირობების გაუმჯობესებას დაპირდა.
ახალი დაწესებულების მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და ექსპლუატაციაში დაგეგმილზე ადრე, 2010 წლის თებერვალში შევა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტელევიზორების აუცილებლობაზე სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში იყო საუბარი და მან სამინისტროს რეკომანდაციით მიმართა.