აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის სტატისტიკის განვითარებისა და მნიშვნელობის საკითხებში ბაკურიანში 5 დღიანი ტრენინგი უტარდებათ.
ტრენინგს ატარებს აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკური სამსახურის ორი ექსპერტი, ასევე საქსტატის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველოს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.