ოპეკის "კალათის'' ფასი შემცირდა. კერძოდ, 2011 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი შემცირდა 0.77 დოლარით და ოფიციალურად შეადგინა 106.88 დოლარი/ბარელზე.
იანვრის თვეში ოპეკის ბარელი ნავთობის საშუალო ფასმა შეადგინა 92,83 დოლარი, თებერვლის თვეში - 100,29 დოლარი, მარტის თვეში - 109,84 დოლარი, აპრილში - 118,09 დოლარი, მაისის თვეში - 110.68 დოლარი, ივნისში - 109.04 დოლარი, ივლისში - 111.6 დოლარი, აგვისტოში - 106.32 დოლარი, სექტემბერში - 107,61 დოლარი, ოქტომბერში - 106,25 დოლარი, ნოემბერში - 110.08 დოლარი.
2010 წელს ოპეკის "კალათის" საშუალო ფასმა შეადგინა 77.45 დოლარი/ბარელზე, 2009 წელს - 61.06 დოლარი/ბარელზე.
ცნობისათვის, ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებელს შეადგენს 140.73 დოლარი/ბარელზე, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის ივლისს.