განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა #200 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე 137 მოსწავლეა. აქედან 110 ბავშვი პანსიონური მომსახურებით სარგებლობს.
#200 საჯარო სკოლის პედაგოგები ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობენ და მათი სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის გზით, თვითმოვლასა და გარემოში ორიენტირებას ასწავლიან.
#200 საჯარო სკოლას 2008 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის "იაკობ გოგებაშვილი" ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.