რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებები არის სიგნალი, რომ პროვოკაციების მოწყობის საფრთხე იზრდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, პატრუშევის ინტერვიუდან ნათლად ჩანს, რომ მისი განცხადებები არის პოლიტიკური ხასიათის და არ ეფუძნება ოპერატიულ ინფორმაციას.
"როგორც წესი ასეთი განცხადებებს გაკეთებას იწყებენ, როდესაც რუსეთის ხელისუფლებას რაიმე სახის პრობლემები აქვს. ამიტომ ასეთი ტიპის განცხადებების შემდეგ პროვოკაციები არის მოსალოდნელი და საფრთხე იზრდება", - მიაჩნია წიკლაურს და დასძენს, რომ ეს ქართველი სამართადამცველებისთვის ერთგვარი სიგნალი უნდა იყოს, რათა ყურადღება გააათმაგონ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადების თანახმად, საქართველოში ამზადებენ პირებს რუსეთში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად.
"სააკაშვილი ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებისგან შორს დგას. საქართველოს ტერიტორიაზე ამზადებენ პირებს რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად", - აღნიშნა პატრუშევმა.