გუდაურში შვიდი ტურისტი ზვავის ქვეშ მოყვა. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ტურისტები აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ.
ზვავი 3 250 მეტრი სიმაღლიდან ჩამოწვა. შვიდიდან ექვსმა ტურისტმა დამოუკიდებლად შეძლო თავის დაღწევა, ერთი ტურისტი კი მაშველებმა გადაარჩინეს.
ამჟამად ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.