თბილისში მენინგოენცეფალიტის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციურ საავადმყოფოში აღნიშნული დიაგნოზით 69 წლის მამაკაცი მოათავსეს.
ავადმყოფი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ავადმყოფს მაღალი სიცხე, თავის ტკივილი და პნევმონია აღენიშნება. ექიმების თქმით, დაავადება ვირუსის ფონზე დამიმდა.