დღეს, 12 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საზეიმოდ გამოცხადდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის, შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ, ჟოზე მანუელ ბაროზოსთან და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ, კარელ დე გუხტტან.
იგემება შეხვედრები ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატთან.