პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 13 წლის ნიკა ლაგურაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ოპერაცია წუხელ 4 საათს გაგრძელდა. ექიმების განცხადებით, ოპერაციის შემდეგ ნიკა ლაგურაშვილმა მარჯვენა თვალი დაკარგა.
დაშავებულს ოპერაცია მარცხენა ხელის მტევანზეც ჩაუტარდა. იგი ამჟამად ჟვანიას სახელობის კლინიკის რეანიმაციულ გაყოფილებაში იმყოფება.
ნიკა ლაგურაშვილთან ერთად მყოფი 11 წლის მათე მიჩილაშვილი ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება, თუმცა ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოზარდები გუშინ საღამოს საახალწლო მაშხალებით თამაშის დოს დაშავდნენ. ნიკა ლაგურაშვილს ხელში პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა. შემთხვევა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მშენებარე სახლის ეზოში მოხდა.