6 იანვარს, 12:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში" აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი 500-მდე ბავშვისთვის საშობაო ღონისძიება გაიმართება.
სტუდია "ფორმულა კრეატივისა" და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინიციატივით, დევნილი ბავშვები ნახავენ ფილმს "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2"; შეხვდებიან ფილმის მონაწილე ცნობილ მსახიობებს და საჩუქრებას მიიღებენ.