ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განათლების ყოფილი მინისტრის, კახა ლომაიას მიერ "თავდაყირა დაყენებული სისტემა" კიდევ ერთხელ გაიხსენა.
"ლომაიამ გამოაცხადა, რომ ცოდნა არ არის პრიორიტეტი და საერთოდ დავდაყირა დააყენა ეს სისტემა. მერე პრეზიდენტი დადგა საპარლამენტო ტრიბუნაზე და განაცხადა, ვის მოუვიდა თავში ეს ტრიმესტრებიო. ვის მოuვიდა და განათლების ყოფილი მინისტრს, რომელიც გაეროში ელჩად დაინიშნა. აი, იმ კაცის თავში მოვიდა ეს ყველაფერი", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ილია ვეკუაც გაიხსენა. მისი თქმით, ილია ვეკუას, შესაძლოა, ამ ეროვნულ გამოცდებში 30 %-იანი დაფინანსება ვერ მიეღო, რადგან იყო საგნები, რომელსაც სკოლაში არ ან ვერ სწავლობდა.
"ამ სისტემაში ილია ვეკუა ვერ ისწავლიდა უმაღლეს სასწავლებელში, იმიტომ, რომ მას 70% თავად უნდა გადაეხადა, გალიდან იყო წარმოშობით, ვერ გადაიხდიდა და სახლში წავიდოდა. ნიჭიერება ერთია, საწყისი სასტარტო პირობები, რომლებიც ბავშვებს აქვს, სხვადასხვა", - განაცხადა ვეფხვაძემ და დაამატა, რომ ნიჭიერ ბავშვებს უნდა დაეხმარონ.
ვეფხვაძის განმარტებით, ათასობით ბავშვია, რომელთაც წიგნი არა აქვთ, რადგან მშობლები ვერ ყიდულობენ.