ფრაქცია ~ქრისტიან-დემოკრატების~ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განათლების ყოფილი მინისტრის კახა ლომაიას მიერ ~თავდაყირა~ დაყენებული სისტემა კიდევ ერთხელ გაიხსენა.
~განათლების ყოფილმა მინისტრმა კახა ლომაიამ გამოაცხადა, რომ ცოდნა არ არის პრიორიტეტი და საერთოდ დავდაყირა დააყენა ეს სისტემა. მერე პრეზიდენტი დადგა საპარლამენტო ტრიბუნაზე და განაცხადა, ვის თავში მოუვიდა ეს ტრიმესტრებიო. ვის თავში მოვიდა და განათლების ყოფილი მინისტრის, რომელიც გაეროში ელჩად დაინიშნა, აი იმ კაცის თავში მოვიდა ეს ყველაფერი, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
~ქრისტიან-დემოკრატების~ ერთ-ერთმა ლიდერმა ილია ვეკუაც გაიხსენა. მისი თქმით, ილია ვეკუას, შესაძლოა, ამ ეროვნულ გამოცდებში 30 %-იანი დაფინანსება ვერ მიეღო, რადგან იყო საგნები, რომელსაც სკოლაში ან არ ან ვერ სწავლობდა.
~ამ სისტემაში ილია ვეკუა ვერ ისწავლიდა უმაღლეს სასწავლებელში, იმიტომ რომ მას 70% თავად უნდა გადაეხადა, გალიდან იყო წარმოშობით, ვერ გადაიხდიდა და სახლში წავიდოდა. ნიჭიერება ერთია, საწყისი სასტარტო პირობები, რომლებიც ბავშვებს აქვს, სხვადასხვა, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და იქვე დაამატა, რომ ნიჭიერ ბავშვებს უნდა დაეხმარონ.
ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ათასობით ბავშვია, რომელთაც წიგნი არა აქვთ, რადგან მშობლები ვერ ყიდულობენ.
~2011 წლის ბიუჯეტში აღმოვაჩინეთ, რომ თურმე 5 მილიონი მორჩა საშუალო სკოლის განათლებას. ახლა ლაპარაკია დამატებით მილიონ ნახევრის გამოყოფაზე, რომ ვისაც წიგნი სჭირდება ჰქონდეს, მაგრამ, ეს თანხები თურმე არ ყოფილა~ - აღნიშნა ვეფხვაძემ.