ფრაქცია ~ქრისტიან-დემოკრატების~ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას ~კონგენიალურ იდეას~ სთავაზობს და კავკასიონის ქედზე ტიბეტში არარსებული ქალაქის - შამბალის აშენების წინადადებით მიმართავს. ეს განცხადება ვეფხვაძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
ვეფხვაძემ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში ლაზიკის ასაშენებლად განკუთვნილი თანხა ვერ აღმოაჩინა, რის შემდეგაც ხელისუფლებას ახალი `იდეა~ შესთავაზა.
~რაც ვერ აღმოვაჩინე ბიუჯეტში ეს არის ლაზიკა. კოდური სახელწოდებით ახალი პროექტი - ~ლაზიკა~, რომელზეც შეგვპირდნენ, რომ 200 მილიონით უნდა დაფინანსდეს, მაგრამ საიდან გაჩნდება ბიუჯეტში ეს 200 მილიონი როდესაც ეს თანხა არ დევს? არადა, პრეზიდენტმა თქვა, რომ ლაზიკა 200 მილიონით უნდა დავაფინანსოთ სახელმწიფო სახსრებიდანო. ამ ბიუჯეტში ეს არ დევს, ესე იგი, პრეზიდენტმა ალბათ, ახალი ბოლო გამოუშვა. მერე გამოვიდა ნუგზარ წიკლაური და განაცხადა, რომ თანხებს მოვიძიებთ ლაზიკისთვის, აგერ ლაზებს ჩავადებინებთ ამ ფულსო. გონივრული იდეაა, თუმცა, როგორც ოსტაპ ბენდერი იტყოდა ერთ კონგენიალურ იდეას გთავაზობთ, გავაკეთოთ კავკასიონის ქედზე შამბალა და ინდოელებს შევთავაზოთ ამ შამბალაში ფულის ჩადება. ინვესტიციებიც გაჩნდება, თუკი თქვენ ოსტაპ ბენდერისეული იდეით გამოხვალთ", - მიმართა ვეფხვაძემ მმართველ გუნდს.