საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, მთავრობამ ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე გაუმჭვირვალე ბიუჯეტი წარმოადგინა. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა დღეს 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
ცაგარეიშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტი ხალხისგან დამალულ ბიუჯეტად შეაფასა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ მომავალ საარჩევნო წელს მის ხარჯვას გააკონტოლებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ელიტა, ხოლო მოსახლოების, არასამთავრობო სექტორის მხრიდან მონიტორინგი და კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
"2012 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი გვარწმუნებს, რომ სააკაშვილის მთავრობას მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა საკუთარ მოსახლეობაზე. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებსა და მოთხოვნას, სწორედ ამიტომაც გახლავთ ეს ბიუჯეტი დამალული", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.