ფრაქცია ~ქრისტიან-დემოკრატების~ ერთ-ერთი ლიდერს ლევან ვეფხვაძეს ბიუჯეტის განხილვის დროს ~ნაშისტები~ გაახსენდა, რომლებიც წინასაარჩევნოდ მოსკოვში დარბიან.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბიუჯეტი 8 მილიარამდე იზრდება, მაგრამ ოპოზიციის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება მაინც არ ხდება.
ვეფხვაძის შეფასებით, ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტში ცვლილებები ისე ჩაარაკრაკა, როგორც კინოფილმ ~ქეთო და კოტეში~ ქაბატომ მზითევის ჩამონათვალი.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, 2012 წლის ბიუჯეტში ვერ გამოინახა თანები იმისათვის, რომ ვეტერანები, მეორე ჯგუფის ინვალიდები, მარჩენალდაკარგულები დააზღვიონ და შემწეობები გაიზარდოს.
~ჩვენ ვტრაბახობთ რაღაც კონგენიალური მიღწევებით, ახალი გენიალური იდეები გვაწუხებს, მაგრამ ვერ ვაძლევთ იმ ოჯახებს სახელმძღვალენელოებს, ვისაც ეს სჭირდება, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 11 მილიონი დაუმატეს, რადგან უცებ ახალგაზრდობა გაახსენდათ და 6 მილიონი გაითვალისწინეს.
~რატომ გაგახსენდათ ახალგაზრდები? არჩევნები ხომ არ არის შემთხვევით? თქვენ გაგახსენდათ არჩევნები და მე გამახსენდა ~ნაშისტები~ მოსკოვში რომ დარბიან, რომლებიც მსგავსი ფულით ფინანსდებიან. ასევე შექმნით ალბათ ~ნაშისტებს~ ამ 6 მილიონით და წინ და უკან არბენინებთ, - განაცხადა ვეფხვაძემ.