~ქართული დასის~ ლიდერი ჯონდი ბაღათურია 2012 წლის ბიუჯეტს ~ჯიბის, გართობების, დროსტარების, ფანტაზიებისა და ახირებების ბიუჯეტს~ უწოდებს.
~2000 წელს, როდესაც თქვენი შეფასებით ბნელი და უკუნი იყო, წარმოდგენილი იყო უშიშროების ხარჯების გაშიფვრა, რომელიც საკმაოდ გამჭვირველე იყო. დღეს ჩვენ გვაქვს ერთი პუნქტი, სამხედრო ხარჯები, რომელიც არავინ არ იცის, მხოლოდ 5 კაცმა იცის ე.წ. ნდობის ჯგუფმა. უმცირესობას ამ ნდობის ჯგუფში ჰყავს გია თორთლაძე და გიორგი თარგამაძე, დანარჩენი 3 წევრი უმრავლესობაა, რამდენიმე თვეა გთხოვთ, რომ ოპოზიციური ფრაქციისთვის გათვალისწინებული კვოტით დიმიტრი ლორთქიფანიძე შეიყვანოთ, მაგრამ არ შეგყავთ, - მიმართა მმართველ გუნდს ჯონდი ბაღათურიამ.
დეპუტატის თქმით, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ოპოზიციური ფრაქციის არც ერთი შენიშვნა არ არის გათვალისწინებული.
~ჩვენი პრინციპული მოთხოვნა შეაჩეროთ ტაშფანდური, ჭამა-ყვაპვის ხარჯები და გადავიდეთ სოციალური ხარჯების დაფინანსებაზე, გათვალისწინებული არ არის. არც ერთი თეთრი არ მოიკლო არც მთავრობამ არც პრეზიდეტმა თავის დროსტარებაზე, მანქანებზე, რემონტებზე, კლაიპედაში და სხვადასხვა ადგილებში სეირნობაზე, დისკოტეკებზე და თხილამურებზე სრიალზე, - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.
მისივე თქმით, წელს ~პრეზიდენტი და მთავრობა რეკორდსმენი აღმოჩნდა, რადგან 8 თვის პენსიების ფული მიითვისა~.
~როგორი კორუცფიის ჭაობში არ იხრჩობოდა 2000 წელს შევარდნაძის მთავრობა, მაგრამ ასე ღიად, საჯაროდ, პენსიის ფული ~მოტეხო~ მოხუცებულების, ჯგუფის ინვალიდების, მარჩენალდაკარგულების, რათა დრო ატარო და თქვა სექტემბრიდან გავზრდი პენსიას 140 ლარამდეო, ასეთი სამარცხვინო საქციელი არ მახსოვს, - აღნიშნა ბაღათურიამ.
დღეს პარლამენტი 2012 წლის ბიუჯეტის პროექტს უყრის კენჭს.