ამომრჩეველთა ერთიანი სია ცესკოს ვებგვერდზე უნდა განთავსდეს. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიხედვით, ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის; მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის
ინტერნეტში -ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებისათვის.
საარჩევნო სიების საჯაროდ გამოქვეყნება ვენეციის კომისიის და ეუთოს ~ოდირის~ ერთ_ერთი რეკომენდაციაა.
ვენეციის კომისია საქართველოს რეკომენდაციას აძლევს, რომ საარჩევნო სიების გამოქვეყნება მოხდეს საზოგადოებისათვის ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას 17 დეკემბერს გამოაქვეყნებს.