საბურთალოსო ოლქის 57-ე საარჩევნო უბანზე უბნის თავმჯდომარე, მაყვალა ნადიბაიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნატალია ჩხეიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნის თავმჯდომარის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა. ნატალია ჩხეიძის განცხადებით, უბნის თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს.
"უბნის თავბჯდომარე მოულოდნელად ცუდად გახდა, წაიქცა და ის სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლამდე გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა იყო. უბნის თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს", _ განაცხადა ნატალია ჩხეიძემ.