2012-2014 წლებისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6%-ი იქნება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს დასამტკიცებლად 2012-2014 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა. ამ დოკუმენტით, 2012-2014 წლებისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6% იქნება.
საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელის შენარჩუნების მიზნით, ეროვნული ბანკი 2012-2014 წლების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის შემდეგ ინსტრუმენტების გამოიყენებს: რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერთიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და ა.შ..
პროექტში ასევე ნათქვამია, რომ 2012-2014 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი რისკებია: ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. ეროვნული ბანკი გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებით გადახრისას რეაგირებას არ მოახდენს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადახრა იმდენად ძლიერია, რომ ინფლაციის მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე ახდენს გავლენას.