"მინდა საქართველოს ყველა ოჯახს ვუსურვო წარმატება. ეს წელი იქნება ჩვენი საზოგადოების გაძლიერების წელი. ჩვენი სახელმწიფო გვერდში დაუდგება თითოეულ ადამიანს", _ განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველთან საბოლოო მიმართვისას.
მისი განცხადებით, საქართველოს სიმტკიცე იზომება არა მხოლოდ მდიდარი ოჯახებით, არამედ იმ ოჯახებით, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ამიტომ ჩვენი სახელმწიფო იქნება იმდენად ძლიერი, რამდენადაც ძლიერი იქნება ყველა დაუცველი ოჯახი.
"ჩვენი მიზანია სიღარიბის დამარცხება. ჩვენი მიზანია, რომ ნებისმიერ ოჯახში ერთ წევრს მაინც ჰქონდეს სტაბილური ხელფასი. ჩემი გეგმაა _ ახალგაზრდობა, საშუალო ფენა, მოზარდები სიღარიბის გარეშე და სიბერე სიღარიბის გარეშე. პენსიონერებს ექნებათ 100-დოლარიანი პენსია და უფასო სამედიცინო დაზღვევა. განათლება იქნება უზრუნველყოფილი. საუკეთესო სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას", _ განაცხადა მან.
შააკაშვილმა აღნიშნა, რომ შეიქმნა პატრიოტთა ბანაკები. 300-ზე მეტი ეკლესია აღდგა ბოლო ორი წლის განმავლობაში.
"გუშინ ზუგდიდში გავხსენით სპორტის სასახლე, რომლის მსგავსი ევროპასაც შეშურდებოდა", - განაცხადა მან.
მისი განცხადებით, არც ერთი ადამიანი არ ჩავარდება ლოგინად იმის გამო, რომ პურის ფული არ აქვს.
"სახელმწიფო მკურნალობს ყველა დაუცველ და გაჭირვებულ ოჯახს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ეს პროგრამა", _ განაცხდა მან.