საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის გამარჯვების შემთხვევაში "მომავლის პარტია" ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. ამის შეასხებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გია მაისაშვილმა განუცხადა.
"ჩვენ საქართველოსა და ჩვენი შვილების სასიკეთოდ ვიმოქმედებთ. თუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადება იქნება საჭირო, საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოვუწოდებთ, თუ სხვა კანდიდატის გამარჯვების აღიარება გახდება საჭირო, ნებისმიერი პიროვნების გამარჯვებას ვაღიარებთ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე ჩემი მოკლევადიანი პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოს უბედურებად არ მიღირს", _ განაცხადა მაისაშვილმა.