ერთიანი სახალხო მოძრაობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები არათანაბარ ვითარებაში ახორციელებენ წინასაარჩევნო კამპანიას. გაჩეჩილაძის თქმით, მსოფლიომ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს.
"სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს მივმართავ, რომ ის რაც დღეს საქარველოში ხდება თავისუფალი არჩევნები არ არის. საარჩევნო კანონმდებლობა არ არის ლიბერალური, მედიასაშუალებებისა და სარეკლამო საშუალებების გამოყენება ჩვენთვის შეუძლებელია", _ განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ბერკეტების გამოყენება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლებელია.
გაჩეჩილაძე ხელისუფლებას მისი კანდიდატურის მიმართ შავ პიარში ადანაშაულებს.
"ჩვენს წინააღმდეგ ქართულ მედიაში სიბინძურეები ყოველდღიურად იგეგმება. ჩვენი აქტივისტები ტერორებისა და დაჭერების ქვეშ ყოველდღიურად ექცევიან. მოვუწოდებ მთელს მსოფლიოს რომ ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება", _ აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.
ერთიანი სახალხო მოძრაობის ლიდერმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და თავის მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებში და ყუთებთან მორიგეობა დაავალა.