ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა და ქართველ ხალხს ხვალინდელ არჩევნებზე "დიდგორის" მოგებისკენ მოუწოდა.
"სააკაშვილისთვის ხმის მიცემა საქართველოზე წიწამურში ნასროლი ტყვიის ტოლფასია. ხვალ, ჩვენმა თაობამ თავისი "დიდგორი" უნდა მოიგოს, რადგან საქართველო ლაშარის გორზე გამართული შედგეს", _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი მზად არის ხელისუფლება მშვიდობიანი საარჩევნო მეთოდებით შეცვალოს.
"ხელისუფლება უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ იგი შეცვლადია და მთავრობათა მშიდობიან ცვლას ყოველგვარი მიტინგების და გადატრიალებები გარეშე ჩაუყაროს საფუძველი", _ აცხადებს ნათელაშვილი.