დღეს, 7 დეკემბერს,ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 8 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 18 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.950%-ით, მაქსიმალური 9.240%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.144%-ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 9.1% შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.