საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში 20 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2007 წლის განმავლობაში 701 განცხადება შევიდა.
მოქალაქეებმა 3 534 თანამდებობის პირის დეკლარაცია გაითხოვეს.
თანამდებობის პირთა ფინანსური მდგომარეობით განსაკუთრებული დაინტერესება აგვისტოს თვეში აღინიშნა. ამ თვეში მოქალაქეები 2 194 თანამდებობის პირის დეკლარაციით დაინტერესდნენ.