"პროგრეს ბანკის" პრესცენტრის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"პროგრეს ბანკის" ხელმძღვანელობა გამოხატავს სამართლიან აღშფოთებას სს „ქართუ ბანკში" მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ, ბანკის მთელი კოლექტივის სახელით უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს პირდაპირი თუ ვერბალური ზემოქმედება საბანკო სექტორის ლიდერზე, „ქართუ ბანკზე", რომელიც ხორციელდება ეროვნული ბანკის მეშვეობით. ჩვენთვის, „პროგრეს ბანკისათვის" ნამდვილად არაა უცხო, შემოწმების საბაბით ბანკში შემოსვლა და ამით ბანკის ფუნქციონირების ხელოვნურად შეფერხება თუ შეჩერება.
„პროგრეს ბანკის" ხელმძღვანელობა და თანამშრომლები ვუერთდებით „ქართუ ბანკის" ხელმძღვანელობის მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი და ჩვენის მხრივ დავსძენთ, რომ საბანკო სექტორის ხელოვნურად პარალიზება, გამოიწვევს უკუპროცესებს, რომლებიც უარყოფითად აისახება ქართულ ეკონომიკაზე და ასევე ვერ მოხდება სათანადო, დამატებითი ინვესტიციების განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში.