ბუქარესტში გამართულ TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის IX სხდომაზე TRACECA-ს მორიგი სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი განსაზღვრეს. აზერბაიჯანში TRACECA-ს ნაციონალური მდივანმა აკიფ მუსტაფაევმა განაცხადა, რიგითობის წესების შესაბამისად TRACECA-ს მეათე სხდომის თავმჯდომარეობა რუმინეთიდან, რომელიც მეცხრე სხდომის თავმჯდომარე გახდა, ტაჯიკეთზე გადაინაცვლებს.
"ტაჯიკეთმა დაადასტურა, მზადყოფნა მიიღოს მთავრობათშორისი კომისიის სხდომა, რომელიც 2013 წლის მაისში გაიმართება", - განაცხადა მუსტაფაევმა.
X სხდომაზე, სავარაუდოდ, აირჩევენ TRACECA-ს ახალ გენერალურ მდივანს.
"მოქმედი გენერალური მდივნის არჩევის დროს გადაწყდა, რომ ის ორი წლის ვადით აირჩეოდა. შედეგად, ახალი მდივნის არჩევა X სხდომაზე მოხდება",- დასძინა მუსტაფაევმა
ტრასეკა 13 სახელმწიფოს მოიცავს. შეგახსენებთ, რომ 1993 წელს ბრიუსელში ევროკომისიის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის შემუშავებულ იქნა რეგიონული პროგრამა - TRACECA- და მის მიზნებად ტრანსპორტის ტრადიციული სახეობების - რკინიგზის, საავტომობილო გზების, საზღვაო პორტების, ტერმინალების - მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია, აგრეთვე, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ევროპულ დერეფანთან მიერთება განისაზღვრა.
1996-1998 წლებში პროგრამას მიუერთდნენ უკრაინა, მონღოლეთი და მოლდოვა, ხოლო მოგვიანებით - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი.
ამჟამად განიხილება TRACECA-ს პროგრამასთან ირანის, ავღანეთისა და პაკისტანის მიერთების საკითხი.