"მსოფლიოში საწვავი ყველაზე ძვირი საქართველოშია (ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების გამოკლებით), ამის შესახებ განცხადებას აიპ "სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის" ხელმძღვანელი ბექა კემულარია ავრცელებს.
კემულარიას განმარტებით, ევროპის ქვეყნებში არსებული მაღალი ფასი გამოწვეულია მაღალი გადასახადებით, ასევე მაღალი ხელფასებით და შესაბამისად საქართველოსთან შედარებით ბევრად მეტი ხარჯი აქვთ იქ არსებულ კომპანიებს, რის გამოც არის ასეთი მაღალი ფასი. მაგრამ ეს იქ მცხოვრებლებზე მძიმე ტვირთად არ აისახება, რადგანაც ასევე მაღალი შემოსავლები აქვთ და მათთვის არ არის ძვირი. ასევე მათ კარგად იციან, რომ ასეთი მაღალი ფასები ელიტარული კორუფციის შედეგი კი არა, მაღალი გადასახადების გამოა, რითაც აფინანსებენ სახელმწიფოს და მათ მიერ დაქირავებულ ჩინოვნიკებს.
"სხვა ხარჯები რომ არ გავითვალისწინოთ და მხოლოდ აქციზისა და დღგ-ის გადასახადი გამოვაკლოთ სარეალიზაციო ფასს, მაინც საკმაო სხვაობას მივიღებთ, რაც ასევე ადასტურებს საქართველოში არსებულ უსამართლოდ მაღალ ფასსს, კარტელურ შეთანხმებას და ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიას. ასევე ადასტურებს ხელისუფლების დანაშაულს, რომელიც გამოიხატება დანაშაულის დაფარვაში, რადგან კარტელური შეთანხმება არის სისხლის სამართლის დანაშაული და გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლში", - აცხადებს კემულარია.
"სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის" ხელმძღვანელის განმარტებით, პრემიუმის სარეალიზაციო ფასს, რომელიც შეადგენს 2.25 ლარს, რომელსაც დღგ 18% და აქციზიც გადასახადი 250 ლარი რომ გამოვაკლოთ, მივიღებთ 1,66 ლარს, გერმანიაში ასევე პრემიუმის სარეალიზაციო ფასია 3,46 ლარის ეკვივალენტი, ხოლო აქციზისა და დღგს გადასახადის გამოკლებით, რომელიც ფასის 61%-ს შეადგენს - 1,35 ლარს,
"ანუ ჩვენთან გერმანიასთან შედარებით 31 თეთრით უფრო ძვირი ღირს საწვავი. ფინეთში სარეალიზაციო ფასი 3.48 ლარია, ხოლო აქციზის და დღგ-ის გარეშე, 1,36 ლარი, შვედეთში 3,44 ლარი სარეალიზაციო, ხოლო ასევე აქციზის და დღგ-ის გარეშე 1,31 ლარი, დიდ ბრიტანეთში 3,58 ლარი და 1,43 ლარი, საფრანგეთში 3,56 ლარი და 1,42 ლარი, იტალიაში 3,57 ლარი და 1,43 ლარი, ბელგია 3,54 ლარი და 1,45 ლარი, პოლონეთი 2,75 ლარი და 1,24 ლარი. ანუ, საქართველოში გერმანიასთან შედარებით მხოლოდ აქციზისა და დღგ-ის გადასახადის გათვალისწინებით 31 თეთრით ძვირი ღირს, ფინეთთან შედარებით 30 თეთრით ძვირი, შვედეთთან 35 თეთრით, დიდ ბრიტანეთთან 23 თეთრით, საფრანგეთთან 24 თეთრით, იტალიასთან 23 თეთრით, ბელგიასთან 21 თეთრი, პოლონეთთან 42 თეთრით ძვირი. ცნობისთვის, ევრობაში აზებაიჯანული დაბალი ხარისხის საწვავის რალიზება არ ხდება, რომელსაც აგრეთვე დაბალი ფასი აქვს",- განმარტავს "სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის" ხელმძღვანელი.