6 დეკემბერს, სამშაბათს, 12:00 საათზე, ბანკ „რესპუბლიკის" სათაო ოფისში, მეხუთე სართულზე (გრ. აბაშიძის (ატენის) # 2), ბანკ „რესპუბლიკის" დირექტორატი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს HSBC -სთან განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ და დეტალურად ისაუბრებს HSBC-ის საცალო კლიენტებთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის გეგმებზე.
ბანკი „რესპუბლიკა", ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი", ჯგუფის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის ფარგლებში მიზნად ისახავს კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ქსელის გაფართოვებას, ინოვაციური და კომფორტული პროდუქტების შექმნასა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას.
ამჟამინდელი სტრატეგიიდან გამომდინარე, ბანკი „რესპუბლიკა" ცდილობს, ისარგებლოს განვითარებისა და წარმატების ახალი შესაძლებლობით. ამჯერად, ბანკ „რესპუბლიკის" დირექტორატი ოფიციალურად განაცხადებს HSBC ბანკის საცალო პორტფელის შეძენის შესახებ. 2011 წლის სექტემბერში HSBC ბანკის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოდან გასვლის შესახებ. კლიენტების შეუფერხებელი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საცალო პორტფელის გადასაცემად მან აირჩია საერთაშორისო ჯგუფის წევრი, ბანკი „რესპუბლიკა".
2011 წლის 1 დეკემბრიდან, HSBC ბანკის საცალო კლიენტებს უკვე ექნებათ საშუალება, ისარგებლონ ბანკ „რესპუბლიკის" პროდუქტების სრული ასორტიმენტითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით.