აჭარის 11 თვის ბიუჯეტი 6 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, იანვარ-ნოემბერში აჭარის ბიუჯეტის გეგმა 137 მლნ. 149 ათას 300 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 145 მლნ. 327 ათას 200 ლარი შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, იანავრ-ნოემბერში რეგიონის ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 105 %-ითაა შესრულებული, სხვა შემოსავლების მუხლი 133,4 %-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების მუხლი კი 90,3 %-ით.
ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებიდან ყველაზე დიდი გადაჭარბებით 11 თვეში შესრულებულია შუახევის ბიუჯეტი - 184.4 %-ით, ქობულეთის ბიუჯეტი შესრულებულია 120.9 %-ით, ბათუმის ბიუჯეტი - 120.2 %-ით, ხელვაჩაურის ბიუჯეტი 115.2 %-ით, ხულოს ბიუჯეტი - 109.4 %-ით, ხოლო ქედას ბიუჯეტი კი 102.5 %-ითაა შესრულებული.