6 იანვარს, 12.00 საათზე კინოთეატრ "ამირანში" აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი 500-მდე ბავშვისთვის საშობაო ღონისძიება გაიმართება. სტუდია "ფორმულა კრეატივისა" და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინიციატივით, დევნილი ბავშვები ფილმს "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2" ნახავენ. ასევე შეხვდებიან ფილმის მონაწილე ცნობილ მსახიობებს და საჩუქრებასაც მიიღებენ.