უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მოსაზრებით, ცხინვალში ე.წ. არჩევნები, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო არალეგიტიმური იქნებოდა.
ბოკერიას განცხადებით, ყველასთვის ცნობილია საქართველოს პოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობის, რომ ნებისმიერი არჩევნები ცხინვალში ლეგიტიმური არ იქნება, იმ პირობებში როდესაც იქ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას და იქ მცხოვრები მოქალაქეები რეგიონიდან ძალით არიან გამოდევნილები და ადგილი აქვს რუსეთის ოკუპაციური რეჟიმის სრულ კონტროლს.
ბოკერიას თქმით, აშკარაა და სახეზეა, დაპირისპირება ორ კლანს შორის მიდიოდა მოსკოვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
~მიუხედავად ამისა, რაც ჩვენ ვიხილეთ ყურადღების ღირსია, იმიტომ რომ ეს აჩვენებს რა ტიპის კორუფცია და ქაოსია, იქ ყველგან სადაც რუსეთის ფედერაციის Dერევა და როგორი სასწორკვეთა არსებობს დარჩენილ მოქალაქეების მხრიდან არსეულ ვითარებასთან მიმართებაში, - აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ვიღაცამ დაითვალა რა თანხა დაიხარჯა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონზე.
~არ მინდა, რომ ზუსტი ციფრი გითხრათ და შეცდომაში შეგიყვანოთ, მაგრამ ციფრები ფანტასტიური გამოვიდა. ეს ოკუპირებული რეგიონი ევროპის ერთ-ერთი მდიდარი ადგილი უნდა იყოს~, - აღნიშნა ბოკერიამ.