ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ნატო-ს საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის შედეგები და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის აქტუალური საკითხები განიხილეს. ისაუბრეს ნატო-ს მიერ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტის წლიური ეროვნული პროგრამის დადებით შეფასებაზე და 2012 წლის მაისში დაგეგმილი ჩიკაგოს სამიტისათვის მზადებაზე. შეხვედრაზე ასევე, იმსჯელეს სხვა მიმდინარე აქტუალურ თემებზე.
საზოგადოებასთან აქტიური დიალოგის მიზნით, ვიცე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო 2005 წელს შეიქმნა. საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს აერთიანებს. ის პერიოდულად იკრიბება და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პრიორიტეტული და აქტუალური საკითხები განიხილება.