საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცახდებით, საქართველოს პრეზიდენტმა რონი ფუქსის და ზეე ფრენკელის შეწყალების გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობისა და პირადად პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე მიიღო.
"დღეს 2011 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდეტნის თხოვნის საფუძველზე, ასევე ჰუმანიტარული მოსაზრებებით იმის გათვალისწინებით რა ასაკისანი არიან დაკავებულები და როგორია მათი ჯანმრთლეობის მდგომარეობა, მიიღო გადაწყვეტილება მათი შეწყალების თაობაზე", - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოქალაქეები ქართველმა სამართალდამცველებმა ბათუმში გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაკავება თელ-ავივში სამთავრობო დონეზეა აყვანილი. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს რამდენიმე კვირის წინ პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს მიერ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრა. გარდა ამისა, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით.