"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრი გახდა. ალასანიამ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს გრეგორი მიქსა და ტიმ გრიფინს შეხვდა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონსა და ანალიტიკურ ცენტრებში გამართა.
"შეხვედრაზე, ბუნებრივია, იყო საუბარი ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციაზე და ამ კუთხით შემდეგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ეს არჩევნები იქნება დემონსტრირება იმისა, რომ ევროატლანტიკურ ღირებულებებს რეალურად ვიზიარებთ და ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და ევროპასთან უფრო ახლოს მივიდეს. ასევე დაწვრილებით ვისაუბრეთ საქართველოში შექმნილ საარჩვენო გარემოზე და უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ კონგრესმენები და სენატორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კონკტრეტულად დაემხარებიან, რომ საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალოს", - განაცხადა ალასანიამ.