ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ის, რაც ტელეკომპანია მაესტროში ხდება არის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში მოფიქრებული და გადაწყვეტილი. როგოც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს არის ხელისუფლების ტაქტიკა.
"ხელისუფლებამ ახალი ტაქტიკა შეიმუშავა რომ ასეთი ხერხით ებრძოლოს იმ ძალას, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს და პოლიტიკური ალტერნატივის წონა შეიძინოს. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ თავისუფალ ჟურნალისტებზე, თავისუფალ მედიასაშუალებებზე დარტყმა ეს ყოველთვის არის ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა და ეს ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი კომბინაცია", - განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, დღეს ის მოვიდა ტელეკომპანია მაესტროსთან ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად და მხარდასაჭერად
"დღევანდელი სიტუაციის შეფასება არის ცალსახა. ეროსი კიწმარიშვილმა გუშინ მოითხოვა 4,5 მილიონი დოლარი და წინააღმდეგ შემთხევვაში თქვა, რომ მომავალი წლის დეკაემბრამდე არსად არ მოდის. ამ ფულს ბიძინა ივანიშვილის, ვანო მერაბიშვილის თუ ვის სთხოვს, კონკრეტულად არ ვიცით, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების დაგეგმილია", - აღნიშნა ეროვნული საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.
მისი შეფასებით ეროსი კიწმარიშვილის ინიციატივა დაპირისპირებულ მხარესთან მოკლპაარკაკების შესახებ ნიშნავს იმას, რომ კიწმარიშვილს რაღაცის იმედი აქვს.
"როცა დამფუძნებლები ეუბნებიან წადიო და არ მიდის, ბუნებრივია რაღაცის იმედი აქვს. ყველამ ვიცით რომ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვს. მას აქვს მხოლოდ ხელისუფლების იმედი. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს" - განაცხადა ძიძიგურმა და დასძინა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იყოს ჟურნალისტების მხარდასაჭერად შემართული.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსთსვი 2 და იმედი არ მაიჩნია დამოუკიდებელ ტელევიზიებად ამათზეც რომ დაიწყოს ზეწოლა ჟურნალისტებს სოლიდარობას მაინც გამოუცხადებს.