აუცილებელია, რომ მამუკა ღლონტმა გამოიჩინოს კეთილი ნება და დატოვოს ტერიტორია. ამის შესახენ "ჯი-ეიჩ-ენს" ეროსი კიწმარიშვილმა განუცხადა.
"რამდენიმე წუთის წინ გავაკეთე განცხადება მართვის კომპანიის სახელით. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ სრული საშუალება გვქონდა გუშინ შეგვეწყვიტა უკანონო ბლოკირება მაესტროს საინფორმაციო სამსახურის ტერიტორიის, მაგრამ არ გამოვიყენეთ ეს საშუალება და ღამემ მშვის ვითარებაში ჩაიარა. აუცილებელია, რომ მამუკა ღლონტმა გამოიჩინოს კეთილი ნება და დატოვოს ტერიტორია", - განაცხადა კიწმარიშვილმა.
მისი თქმით, "მაესტროს" მართვის კომპანია მზად არის დამფუძნებლებთან მოლაპარაკებები დაიწყოს მედიატორების საშუალებით.
"ჩვენ მზად ვართ მედიატორების მონაწილეობით, როგორიც არის საია ან სხვა სამოქალაქო საზოგადოების ავტორიტეტული წარმომადგენელი, დაიწყოს მოლაპარაკებები მაესტროს დამფუძნებლებსა და მართვის კომპანიას წარმომადგენლებს შორის. თუ ეს არ განხორციელდება, თუ ისინი მზად არ არიან ამისთვის, ჩვენ ყველა შემთხვევაში მათ მეტის გაგრძელების საშუალებას არ მივცემთ და დღევანდელი დღის განმავლობაში აი ამ ხელის შეშლას საინფორმაციო საშუალების ფუნქციონირებისადმი და ჟურნალისტური საქმიანობისადმი, დავამთავრებთ ჩვენი რესურსებით. ყველა რესურსით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ გაიხსნას ის ტერიტორია, რომელიც ბლოკირებულია და მიეცეთ საშუალება ჟურნალისტებს გადაადგილების, მუშაობის და მამუკა ღლონტი ვაიძულოთ, რომ აი ესეთ მძევლების რეჟიმში არ ყავდეს რამდენიმე თანამშრომელი. ჩვენ გვაქვს სრული რესურსი იმისთვის, რომ მშვიდან, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე მივაღწიოთ ამ ბლოკირების მოხსნას", - განაცხადა კიწმარიშვილმა ", - "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.