დღეს, 1-ელ დეკემბერს, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-12 სხდომა გაიმართება. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს არის საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ყველაზე მაღალი ინსტიტუციური ფორმატი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობაში აქვს.
მისი თქმით, სხდომა იმართება მინისტრების დონეზე და შესაბამისად საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. ევროპული მხარე წარმოდგენილი იქნება პოლონეთის, როგორც ამჟამინდელი თავჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრით. სხდომას ევროპული მხარიდან რადოსლავ სიკორსკი უხელმძღვანელებს.