პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით ის პროცესი, რომელიც ტელეკომპანია მაესტროსთან დაკავშირებით ხდება ხელისუფლებისთვის ძალზე სახიფათოა. როგოც მან "ჯი-ეიჩ-ენ-თან" საუბრისას განაცხადა, ტელეკომპანია იმედის დარბევა გახდა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც სააკაშვილმა გადადგომა გამოაცხადა და ხელახალი არჩევნები მოაწყო.
"ეს იყო უცხოეთის ზეწოლის გამო, რომელიც უკავშირდებოდა ტელეკომპანიის დარბევას. გასაკვირი ის იქნება, თუ ხელისუფლება კიდევ აბიჯებს ფეხს ამ ორმოში. ამიტომ მეეჭვება რომ ხელისუფლება იყოს ძირითადი წამყვანი ამ პროცესების", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ და აღნიშნა რომ შეიძლება ეს ეროსი კიწმარიშვილის პირადი მოქმედებაა და ცდილობს გამოიყენოს ეს სიტუაცია".