სომხეთის პრეზიდენტმა სერჯ სარგსიანმა თბილისში გამართულ სომხეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე ქართველ ინვესტორებს სომხეთში ინვესტირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ კი მათ ბიზინესს სომხეთში რაიმე პრობლემა შეექმნება, შესაძლებლობა აქვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართონ, რომელიც საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს.
"ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ქართული კაპიტალი სომხეთშიც გამოჩნდეს. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო მჭიდროს გახდის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. თუ ხალხებს შორის არ არის კარგი, ნორმალური ურთიერთობა არც ამ ქვეყნების ეკონომიკებს შეუძლიათ ნორმალური განვითარება. მინდა გითხრათ, რომ იმ ქართველებს რომელსაც სომხეთში აქვთ ბიზნესი და პრობლემა შეექმნებათ შეუძლიათ ჩემს აპარატს მომართონ. სომხეთი პატარა ქვეყანაა და ჯერ კიდევ ბევრი რამეა დასალაგებელი", - აღნიშნა სერჟ სარგსიანმა
ბიზნესფორუმზე სომხური მხრიდან წარმოდგენილინი იყვნენ კომპანიები შემდეგი სფეროებიდან: საბანკო და სადაზღვევო სექტორი, მშენებლობა, უსაფრთხოებისა და გათბობის სისტემები , გადაზიდვები, საკვები პროდუქტები, ფარმაცევტიკა, საიუველირო ნაწარმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ტელეკომუნიკაციები. ფორუმის ფაგრლებში წარმოდგენილნი იყვნენ ასევე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ექსპორტიორები. ფორუმს 100-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით ქ. ერევანში გაიმართა საქართველო სომხეთის ბიზნეს ფორუმი. ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. 2011 წლის 17-18 ნოემბერს ქ. ბათუმში გაიმართა საქართველო-სომხეთის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა, რომელსაც თავჯდომარეობდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური და სომხეთის პრემიერ მინისტრი ტიგრან სარგსიანი. სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო თანამშრომლობა ინვესტიციების კუთხით.