საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე კავკასიის ქვეყნებს ინტეგრირებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტები მტკივნეულია, როგორც კავკასიისათვის, ასევე უშუალოდ საქართველოსთვის.
"ჩვენი მინისტრები ყოველთვე ხვდებიან ერთმანეთს სხვადასხვა დონეზე, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში. ჩვენ სისტემატურად ვურთიერობთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე და მიმაჩნია, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაცია უფრო მაღალ დონეზე გავიდა. ჩვენ ვაადვილებთ საბაჟო პროცედურებს საზღვარზე, ვმუშაობთ, რომ რამენაირად მოვახდინოთ ჩვენი საგადასახადო სისტემების სინთეზი. Vფიქრობთ, რომ ჩვენ ერთმანეთის გაგრძელება ვართ და მიმაჩნია, რომ კავკასიის ეკონომიკები უნდა ინტეგრირდეს. ამ ეტაპზე ჩვენთვის მტკივნეული საკითხია კონფლიქტები, რომელიც არსებობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს მტკივნებულია, როგორც საერთოდ კავკასიისთვის, ასევე უშუალოდ საქართველოსთვისაც. ამ თვალსაზრისით ორმხრივი თანამშრომლობა უნდა განვითარდეს",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ბიზნესფორუმზე სომხური მხრიდან წარმოდგენილინი იყვნენ კომპანიები შემდეგი სფეროებიდან: საბანკო და სადაზღვევო სექტორი, მშენებლობა, უსაფრთხოებისა და გათბობის სისტემები , გადაზიდვები, საკვები პროდუქტები, ფარმაცევტიკა, საიუველირო ნაწარმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ტელეკომუნიკაციები. ფორუმის ფაგრლებში წარმოდგენილნი იყვნენ ასევე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ექსპორტიორები. ფორუმს 100-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით ქ. ერევანში გაიმართა საქართველო სომხეთის ბიზნეს ფორუმი. ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. 2011 წლის 17-18 ნოემბერს ქ. ბათუმში გაიმართა საქართველო-სომხეთის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა, რომელსაც თავჯდომარეობდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური და სომხეთის პრემიერ მინისტრი ტიგრან სარგსიანი. სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო თანამშრომლობა ინვესტიციების კუთხით.