საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანია ~მაესტროში~ მომხდარი მოვლენები ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდეს.
~ივანიშვილის მხრიდან საუბარი იყო თანხებზე და ახლაც მიდის საუბარი თანხებზე თანამფლობელებისა თუ თანამმართველების მხრიდან. რა ტონალობითა და რა ფორმით, ეს საზოგადოებისთვის მიმინდია განსასჯელად~, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დავით დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება ზოგიერთი ოპოზიციონერის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ~მაესტროში~ მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლების ხელი ურევია, ამას დარჩიაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს.
~ის ადამიანები ვინც ნიუსებში აქტიურობენ ხელისუფლებასთან შეურიგებლები არიან, ვგულისხმობ ეროსი კიწმარიშვილსა და მამუკა ღლონტს. ამ ორ ადამიანს ერთმანეთში აქვს დაპირისპირება. ეს ადამიანები თავის თავს მოაზრებენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე, თუმცა, რამდენად არიან ეს მეორე ამბავია. საქმე, რომელიც აშკარად კომერციულია და ეხება წილებსა და აქტივებს, არჩევენ ღობეებზე გადახტომითა და ჯაჯგურით. ამით ხელი ეშლება ჟურნალისტების მუშაობას~, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.