ქალაქ ბერდიანსკის მერი (ზაპოროჟიეს ოლქი ) ალექსეი ბაკაი გეგმავს ბელგიისა და საქართველოს დედაქალაქებს ეწვიოს. ბაკაი შეხვედრას გეგმავს თბილისის მერ გიგი უგულავასთან.
ალექსეი ბაკაი, თბილისში უკრაინის ქალაქების ასოციაციის დელეგაციის შემადგენლობასთან ერთად გამოემგზავრა, ვიზიტის მიზანია მოხდეს ქართველ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება, მოსახლეობის ადმინისტრაციული მომსახურეობის გაწევის ორგანიზების, კომუნალური სამსახურების მუშაობის შესწავლის, კომუნალური პრობლემების გადაჭრის მიზნით ბიზნესისა და ხელისუფლების თანამშრომლობის საკითხში.
შემდეგ ვიზიტს ალექსეი ბაკაი ბრიუსელში, უკრაინის ენერგოეფექტური ქალაქების ასოციაციის დელეგაციის შემადგენლობაში განახორციელებს.
ვიზიტის მიზანი-ბერდიანსკის ენერგო მომარაგების პროექტის რეალიზაციისთვის სახსრების მოძიება ან ცალკეული დონორი-ქვეყნების მოძიების შესაძლებლობაა.