ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, მასსა და ტელოკომპანია მაესტროს დამფუძნებლების ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი ფული გახდა მისი თქმით, ეს ფული შეიძლება იყოს გოგელიასი, ივანიშვილის ან სხვა ვინმესი.
"ეროსი კიწმარიშვილის 4,5 მილიონი რა თქმა უნდა, ცოტაა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მათ ჰქონდეთ სხვა მიმართულებით", - განაცხადა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, მისი წვლილი იმაში, რომ ეს ტელევიზია საერთოდ არსებობს არის გადამწყვეტი.
"ჩემი პრეტენზიები დღეს უკავშირდება უკანონო მოქმედებებს, რომელსაც დღეს დამფუძნებლების სახელით ახორციელებენ გარკვეული პირები. დამფუძნებლების ერთი ჯგუფი უკანონოდ ახორციელებს იმ საქმიანობას, რომელიც არის მართვის კომპანიის პრეროგატივა. Aხლა, რაც მაუწყებლობა ხორციელდება ხდება მამუკა ღლონტის ტელევიზიაში შეჭრის და საბოტაჟის გზით. არ ეძლევა საშუალება მართვის კომპანიას განახორციელოს თავისი უფლებამოსილება", - განაცხადა კიწმარიშვილმა.
მან მაესტროს დამფუძნებლებს მისცა საშუალება მიეღოთ უზარმაზარი თანხები. დამფუძნებლებიდან კი ერთმა ჯგუფმა ეს თანხები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენა.
"ჩვენი პრეტენზია უკავშირედბა ამ ტიპის მოქმედებას და მოვითხოვ რომ შეწყვიტონ ზეწოლა ტელევიზიაზე და პოლიტიკური სპეკულაცია. მე არ დავტოვებ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას 2012 წლის 1 დეკემბრამდე როგორც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული", - განაცხადა კიწმარიშვილმა.