გაეროს გენერალური მდივნისადმი ოპოზიციური პარტიების მიმართვა საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარებასთან დაკავშირებით დღეს გაიგზავნება.
საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარება ლეიბორისტული პარტიის ინიციატივაა. ლეიბორისტების ინიციატივას 17 ოპოზიციური პარტია იზიარებს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩარტარებისათვის არ არსებობს სათანადო პოლიტიკური და საარჩევნო გარემო.